Wednesday, December 19, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: სამყაროს შვიდი საოცრება

პროექტის მთავარი იდეა: რატომ სამყაროს შვიდი საოცრება?

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ  გარკვევა თუ რა ადგილი უკავია მსოფლიო ისტორიაში ხელოვნების შვიდ ნიმუშს, რომლებიც თანამედროვეებს გრანდიოზულობით, მშვენიერებით და საინტერესო გადაწყვეტით აოცებს.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობის განსაზღვრას, მოსწავლეებს შეეძლებათ მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა.

მონაწილეთა ასაკი: 12 წლის.

ვადები/ ხანგრძლივობა: 1 კვირა .

მოსალოდნელი შედეგები: მოსავლეებს განუვითარდებათ კვლევის, აზრთა ურთიერთგაზიარების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ფურცლები, სახატავი მასალა.

პროექტის მსვლელობა: შეიქმნება საპროექტო ჯგუფები, რომელთაც დაევალებათ მასალის მოძიება ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის, ინტერნეტის საშუალებით.

1 ჯგუფი: მოიპოვებს  ინფორმაციას ლიტერატურის საშუალებით.

2 ჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას  ინტერნეტის საშუალებით.

3 ჯგუფი: მოიპოვებს ვიზუალურ მასალას.

საგანთან კავშირი: ხელოვნება.

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა კიკაბიძე

ხელმაძღვანელის ელ-ფოსტა: kikabidzenana@gmail.com