პროექტის სახელწოდება:
სამყაროს შვიდი საოცრება
პროექტის მთავარი
იდეა: რატომ სამყაროს შვიდი საოცრება?
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ გარკვევა თუ რა ადგილი
უკავია მსოფლიო ისტორიაში ხელოვნების შვიდ ნიმუშს, რომლებიც თანამედროვეებს გრანდიოზულობით,
მშვენიერებით და საინტერესო გადაწყვეტით აოცებს.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის და გეოგრაფიული
ობიექტის მდებარეობის განსაზღვრას, მოსწავლეებს შეეძლებათ მსჯელობა კულტურის შემადგენელ
ნაწილებზე, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა.
მონაწილეთა ასაკი:
12 წლის.
ვადები/ ხანგრძლივობა:
1 კვირა .
მოსალოდნელი შედეგები:
მოსავლეებს განუვითარდებათ კვლევის, აზრთა ურთიერთგაზიარების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ფურცლები, სახატავი მასალა.
პროექტის მსვლელობა:
შეიქმნება საპროექტო ჯგუფები, რომელთაც დაევალებათ მასალის მოძიება ძირითადი და დამხმარე
ლიტერატურის, ინტერნეტის საშუალებით.
1 ჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას ლიტერატურის საშუალებით.
2 ჯგუფი: მოიპოვებს
ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით.
3 ჯგუფი: მოიპოვებს
ვიზუალურ მასალას.
საგანთან კავშირი:
ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნანა კიკაბიძე
ხელმაძღვანელის
ელ-ფოსტა: kikabidzenana@gmail.com
No comments:
Post a Comment